მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები ხვალ გაიმართება

647d94bf2eb04
თამთა ჯიჯავაძე
05.06.23 12:03
484
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები ხვალ გაიმართება.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, 2023 წლის 6 ივნისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD23C07266) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 2.7 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC26128024) განათავსებს.

აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ 5-წლიანი 90 მლნ ლარის (35.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები 2023 წლის 23 მაისს გაყიდა.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა