მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა

5dc54339ac5d6
BM.GE
08.11.19 15:00
734
"საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა" ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის AIS (AUTOMATIC IDENTIFICATION SYSTEM) სპეციალური არხის მეშვეობით გადაცემული სიგნალებით გემებს მიეწოდება ინფორმაცია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის სივრცეში და პორტებში არსებული მცურავი სანავიგაციო ნიშნების ლოკაციის შესახებ, სპეციალურ ელექტრომონიტორებზე მათი ვირტუალურად გამოსახვის სახით.

„სისტემა ასევე უზრუნველყოფს ნაოსნობისთვის აკრძალული და დროებით აკრძალული რაიონების საზღვრების კონტურის ზუსტი ციფრული გამოსახულების ასახვას პროგრამაში, რაც მცურავ საშუალებებს დახურული რაიონებისგან კურსის არიდებას გაუადვილებს და შეამცირებს საზღვაო ინციდენტების რისკებს.

საზღვაო ნავიგაციაში GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემის) სიგნალებზე მთელი რიგი ზემოქმედებების შედეგად, როგორიცაა: იონოსფეროსა და ტროფოსფეროს გავლის შედეგად წარმოქმნილი შეყოვნებები, სატელიტის ორბიტის, სატელიტის საათის, რესივერის ხმაურის და სხვა ტექნიკური ზემოქმედებების გავლენა კოორდინატების უზუსტობას იწვევს. აღნიშნული ხარვეზები სწორედ AIS სისტემის DGNSS მაკორექტირებელი ფუნქციით გამოსწორდება, რაც საქართველოს საზღვაო სივრცეში ამ კუთხით არსებულ ცდომილებას აღმოფხვრის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში (IMO Resolution A. 915 (22) Rev. Mar 2010) მოაქცევს.

აღსანიშნავია, რომ, ავტომატური იდენტიფიცირების სისტემას მრავალი ფუნქცია გააჩნია, რომელთა გააქტიურება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საქართველოს საზღვაო სივრცეში ნავიგაციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება“, – „საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულ სამსახურში".