14.მარტი .2020 15:25

სახელმწიფო ინფიცირებულთა მისაღებად კლინიკებს ამზადებს

views 1698
უკან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პრემიერ-მინისტრის აპარატში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან კორონავირუსით ინფიცირებულებს 5 კლინიკა მიიღებს.

„დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, აქამდე თუ მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა პაციენტებს და მხოლოდ საკარანტინო პაციენტებს იღებდა რესპუბლიკური და სხვა საავადმყოფოები და ჯერჯერობით ეს სრულიად საკმარისი იყო იმიტომ, რომ დღეს ჩვენთან წევს 27 პაციენტი, 3 პაციენტი საჩხერეში წევს და ჩვენი რესურსი 50 პაციენტია. მაგრამ უკვე გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღებები იქნება 5 კლინიკა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი ინფორმაციით, 4 სახელმწიფო კლინიკის რესურსი 440 საწოლია და ამას ემატება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის 11 საწოლი.

1.ინფექციური საავადმყოფო;
2. საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მე-8 საავადმყოფო მთლიანად დაიცლება. არ არის ჯერ ამის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ მშვიდად იყოს და ეს სერიოზული რესურსია - 140 საწოლია იქ და ძალიან კარგი რეანიმაციული განყოფილება 40 საწოლზე;
3.რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება. დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაცინეტები ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ინფიცირებულების მიმღები;
4.გორის ჰოსპიტალი, სადაც ასევე არის 140 საწოლამდე.
5. ეს 4 კლინიკა პლიუს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლი უკვე გადაწყვეტილია და ამ ეტაპზე სახელმწიფო დაქვემდებარების 4 კლინიკა, რომელიც ძალიან კარგად აღჭურვილია და სახელმწიფოს მხრივ მართვას და მენეჯმენტს პირდაპირ ექვემდებარება. დაახლოებით 4 კლინიკის რესურსი 440 საწოლია და ეს უკვე მობილიზებულია, გადაწყვეტილია, გამოყოფილია და ხვალისთვის იქნება დაცლილი. ეს არის პირველი ეტაპი“, - განმარტა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ინფექციონისტი ამბობს, მას ეჭვი ეპარება, რომ მდგომარეობის დრამატულად განვითარების შემთხვევაშიც კი 2 დღეში 440 საწოლი გაივსოს.

„სულ ცოტა 2-3 კვირა ეს 440 საწოლი იქნება საკმარისი და შეიძლება ისე დამთავრდეს ეპიდემია, რომ საერთოდ გვეყოს“, - თქვა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფოს აქვს მეორე გეგმაც, რომელიც ამ პროცესში კერძო კლინიკების ჩართვას გულისხმობს.

„ამის შემდეგ არის გეგმა ბ - უკვე კერძო სექტორი. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში როგორიც არის ევექსი, ავერსი, პე-ეს-პეს ნიუ ჰოსპიტალსი, ღუდუშაურის ქსელი და სხვა საავადმყოფოები, მათთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება, რომ ისინი გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3 600 ადგილს და მოთხოვნიდან 2 დღეში ეს ადგილები იქნება დაცლილი.

ორშაბათს იქნება შემდგომი შეხვედრა და გაირკვევა, რომელია ეს კერძო კლინიკები, მათ თავად უნდა შეარჩიონ კლინკები გეოგრაფიული პრინციპით, რომ რეგიონული მოცვა იყოს თავისუფალი და ხელმისაწვდომი. ც ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ჩავთვალოთ გადაწყვეტილად“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა