მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ინსპექტორმა "იანდექს ტაქსის" შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო

5e5e5b89c3bc4
ინგა მურუსიძე
03.03.20 18:00
1441
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "იანდექს ტაქსის" შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო, - ამის შესახებ bm.ge-ს ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლის დაზუსტების შემდგომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმოქმედებს კომპეტენციის შესაბამისად", - აცხადებენ სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია "იანდექსი" საგამოძიებო ორგანოებს მის ხელთ არსებულ პერსონალურ მონაცემებს გადასცემს. აღნიშნული კომპანია საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს.