13.თებერვალი.2016 12:02
საზოგადოება

სახელმწიფო, კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას აღარ მოახდენს

სახელმწიფო, კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას აღარ მოახდენს
კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექტროენერგიის საფასური შემცირდა.
 
კახეთის რეგიონის მოსახლეობის, დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პიორბებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურ საფასურს იხდიდა მოხმარებულ ელექტროენერგიაში. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე გამოიყო.

"2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კახეთის ელექტროენერგიის ტარიფებს გაუტოლდა. ამავდროულად, 2015 წლის 1 დეკემბერს, დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით გაეგრძელებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო.

სუბსიდირების პროგრამის დასრულების შედეგად, 2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის.

რაც შეეხება კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სოციაულურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელ.ენერგიის სუბსიდირების პროგრამა, მსგავსი პროგრამა უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს.

იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ", - განმარტავენ უწყებაში.

25.აპრილი.2019 23:43
37

გუდამაყარში მეხანძრეები მთელი ღამე იმუშავებენ

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:00
114

"ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების 30% სიჩქარის გადაჭარბების შედეგია“

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:03
55

გუდამაყარში ხანძარი ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:30
121

მთაწმინდის საბაგიროს ბედი გაურკვეველია - მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:19
92

გუდამაყრის ხეობაში ხანძარია

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:00
70

Ge.Domains - პირველი Cloudflare-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

ვრცლად