საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს - ამის შესახებ გადაცემა "Forbes კვირაში" ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
რეფორმაზე საუბარია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშიც, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მოყვება. დოკუმენტში გამოყოფილია 5 მიმართულება, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უნდა განხორციელდეს, ესენია: საწარმოთა კომერციალიზაცია, საწარმოებში დაინერგება კორპორაციული მართვის სტანდარტები OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით, განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა; სახელმწიფო დაიწყებს საწარმოთა სტრატეგიულ მართვას; გაანალიზდება და შემუშავდება ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პილოტ საწარმოს.
“შესაბამისად, სსე-ში წარმატების მიღწევა, მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის წარმატებულად განხორციელების საწინდარია. ამიტომ, სსე-ში მიმდინარე პროცესების სწორად წარმართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია...
სახელმწიფო ელექტროსისტემა ამ მომენტში რეფორმირების ეტაპზეა. ამ პროცესს მხარს უჭერს აზიის განვითარების ბანკი. კომპანიაში უკვე შემუშავებულია: კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის კორპორაციულ მართვაში ჩართული პირების როლებს. აღნიშნული შესაბამისობაშია OECD-ს კორპორაციული მართვის პრინციპებთან; სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული სხვადასხვა კომიტეტების დებულებები; რისკის მართვის პოლიტიკა; ვალის მართვის სტრატეგია”, - ნათქვამია დოკუმენტში.
bm.ge-მ სახელმწიფო საწარმოსგან გამოითხოვა ინფორმაცია - რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად კომპანიაში და რა გეგმები აქვს სსე-ს?
კომპანიის ცნობით, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, რომელიც 2023 წლამდე ოფიციალურად რეაბილიტაციის პროცესშია, 2018 და 2019 (30 მილიონი ლარი) წლები ფინანსური მოგებით დაასრულა.
“წარმატებული ფინანსური შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა კომპანიის მენეჯმენტის მიერ, წლების მანძილზე, სწორად წარმართული საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობის, ასევე, მარეგულირებული გარემოს სრულყოფის და მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების შედეგად.
კრედიტორებისთვის დავალიანების გადახდის და რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ, აქციონერი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), სსე-ის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბებას. სამეთვალყურეო საბჭო უპირატესად დაკომპლექტდება არააღმასრულებელი წევრებით (პირებით, რომლებიც არ არიან დაკავშირებული კომპანიასთან და არ საქმიანობენ სსე-ის მმართველობით თანამდებობებზე), რაც უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს.
სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ დაგეგმილია, სამეთვალყურეო საბჭოს დაქვემდებარებული 5 კომიტეტის შექმნა: ანაზღაურების კომიტეტის, აუდიტის კომიტეტის, დანიშვნების კომიტეტის, ინვესტიციების კომიტეტის და რისკების კომიტეტის. კომიტეტები იმუშავებენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.
სამეთვალყურეო საბჭო, ასევე, დაამტკიცებს კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა პოლიტიკებს, მათ შორის: შეტყობინების პოლიტიკას, ინფორმაციის გაცვლის პოლიტიკას, განახლებულ ეთიკის კოდექსს, დაინტერესებულ მხარესთან საქმიანი გარიგების დადების პოლიტიკას და სხვა).
ამჟამად, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) ახორციელებს რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსასვლელად საჭირო კანონით დადგენილ ღონისძიებებს. მოხდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის" შემოერთება, რის შედეგადაც მისი სატრანზიტო ინფასტრუქტურის ხარჯები, სსე-ის ტარიფში აისახება. ასევე, განხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კორპორატიზაცია, რაც მართვის მოდელის დახვეწას გულისხმობს.
სსე, ასევე, გეგმავს ფინანსური და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას, რომლის მიზანია, სსე-თვის კაპიტალის ბაზრებდან წვდომის და კომერციული დაფინანსების მოპოვება. საშუალოვადიან პერიოდში, სსე განიხილავს ლარში ნომინირებული ობლიგაციების, კომერციული პირობებით, გამოშვების შესაძლებლობას. ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით”, - ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის