მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო მიმდინარე მშენებლობების დასრულებას დააზღვევს

5ecf777b40ec9
ინგა მურუსიძე
28.05.20 12:30
1129
სახელმწიფო მიმდინარე მშენებლობების დასრულებას დააზღვევს, - ამას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რომელიც მშენებლობას და დეველოპმენტს ეხება.

კერძოდ, გეგმის თანახმად, სახელმწიფო ახალი პროგრამის ფარგლებში გასცემს შესყიდვის გარანტიას, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30%-ზე. ხოლო სახელმწიფოს მიერ შესყიდული ეს ბინები დევნილებს გადაეცემათ.

დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით, ხოლო აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.-ის ფასზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.

შესყიდვის გარანატია მოქმედია გარანტიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში. გარანტია უქმდება, თუ გარანტიის მიმღები ვერ ახდენს პროექტის სრულად დაფინანსებას, დადასტურებას სახელმწიფო მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 მლნ ლარია.