03.თებერვალი .2022 15:17

სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც გამარტივებულ შესყიდვებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც გამარტივებულ შესყიდვებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ
views 672
უკან

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2021 წლის ყველაზე მსხვილი გამარტივებული შესყიდვების მქონე ორგანიზაციების რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა გამარტივებულ შესყიდვებზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შპს “MTA”-მ დახარჯა, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიაა. უწყებამ 44.5 მლნ ლარის შესყიდვები გააფორმა უტენდეროდ. ამ ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი სათხილამურო კურორტებზე ახალი საბაგიროების მოწყობას შეეხება.

ორგანიზაციები, რომლებმაც 2021 წელს გამარტივებულ შესყიდვებზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს:

შპს MTA - 44.5 მილიონი ლარი;
თბილისის მერია - 40.6 მილიონი ლარი;
თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 31.5 მილიონი ლარი;
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - 17.1 მილიონი ლარი;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - 15.1 მილიონი ლარი;
შპს მოსავლის მართვის კომპანია - 14.6 მილიონი ლარი;
საქაერონავიგაცია - 12.7 მილიონი ლარი;
იუსტიციის სამინისტრო - 12.1 მილიონი ლარი;
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 10.7 მილიონი ლარი;
ცესკო - 9.8 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვები კორუფციის მომეტებულ რისკებს შეიცავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა