მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" კერძო სექტორს გააცნეს

6244508365d96
BM.GE
30.03.22 17:00
529
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს და საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პროგრამა “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” დაამტკიცა, რომელიც აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოსთან ერთად პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულება აჭარისმთავრობის მიერ ბათუმის მერიასთან ერთად 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით იქნება უზრუნველყოფილი.