19.აპრილი .2021 16:11

სახელმწიფო პროგრამებმა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა - ნადარეიშვილი

სახელმწიფო პროგრამებმა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა - ნადარეიშვილი
views 484
უკან

მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა. შეხვედრაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მთელი რიგი ინსტრუმენტები და პროგრამები შეიქმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ამ მიმართულებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა პანდემიის პერიოდში, როდესაც ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი დადგა, განსაკუთრებულად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას. ამ შემთხვევაში საკითხების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ პროგრამების საბოლოო მომხმარებელთან - კერძო სექტორთან დიალოგს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომავალშიც სახელმწიფო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, შეხვედრების ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობიდან გამომდინარე, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მათი ხელშეწყობისთ ხორციელდება და ძალიან კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა როგორც მიმდინარე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.

დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის სახელწოდებით „მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა