მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 300 ჰა ფსტის ბაღია გაშენებული

613db8358dd99
BM.GE
12.09.21 12:16
668
საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300 ჰა-მდე ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პროგრამის ერთ–ერთი ბენეფიციარი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა მოინახულეს. საუბარია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებულ ფსტის ბაღზე.

შპს „ტარიბანა 2016“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ფსტა გააშენა. 47ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია “ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველადი წარმოების მხარდაჭერა. ტრადიციული კულტურების მხარდაჭერის პარალელურად ხელს ვუწყობთ ისეთი ჯიშების გაშენებას, რომელიც ახალი და უცხოა საქართველოსთვის, აქვთ მაღალი აგრო საექსპორტო პოტენციალი და შეუძლიათ კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავონ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების კუთხით. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი კულტურაა ფსტა,“-განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.