26.იანვარი.2016 10:53
ბიზნესი

სახელმწიფო ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების კომერციალიზაციას გეგმავს

სახელმწიფო ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების კომერციალიზაციას გეგმავს
სახელმწიფო ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების კომერციალიზაციას გეგმავს. ქართული პროექტების კომერციალიზაციის გეგმას ქართულ მხარესთან ერთად, ამერიკელი ექსპერტებიც ახორციელებენ. როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, საუბარია 12-მდე პროექტზე, - მათ შორის არის კიბოს ადრეული დადგენა, განახლებადი ენერგია, მყარი ნარჩენების გადამუშავება, კიბერნეტიკის სფერო და სხვა.
 
"აღმოჩნდა, რომ ელიავას სახელობის ინსტიტუტი, რომელიც ბაქტერიოფაგების მიმართულებით მუშაობს, მსოფლიოში წამყვანია. ამ პროექტებმა ქვეყანას, შესაძლოა მოუტანოს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. პროექტები უმეტესად მაღალი ექნოლოგიების ბიოტექნოლოგიების განახლებადი ენერგეტიკის, ასევე ეკოლოგიური მიმართულებისაა.

პროექტების დაფინანსება სხვადასხვა რესურსით მოხდება, მათ შორის უკვე ვხედავთ დაინტერესებას უცხოელი ინვესტრების მხრიდან. შეიძლება მოხდეს ერთობლივი საწარმოების შექმნა, ან ამ პროექტების ლიცენზირება", - აცხადებს ქაშიბაძე.

საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერისთვის სპეციალური კანონპროექტიც მუშავდება, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შესაძლებლობებს ინოვაციური ბიზნესის განსავითარებლად, რაც საქართველოში ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნას, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტების გამოშვებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ირაკლი ქაშიბაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტი უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე გავა, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება.

"კანონპროექტში საუბარია რომ მეტად იყოს დარეგულირებული ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, მეცნიერსა და კომპანიას შორის, როდესაც კომერციალიზაციის პროცესზე მიდის მუშაობა. მათ შორის განსაზღვრება რა არის ინოვაცია". კანონპროექტის ამოქმედება მიმდინარე წელს იგეგმება.

25.აპრილი.2019 10:58
171

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
368

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
464

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1079

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
473

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1261

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად