27.აგვისტო .2019 13:54

სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა

views 302
უკან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი დააკავეს. დაკავებულთაგან, ერთი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო, მეორე ყოფილი თანამშრომელია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში გაეტარებინათ ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, 4 690 კვ. მეტრი მიწის ფართობი, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.
დღეისათვის, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა