მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო რკინიგზას აჰკიდეთ $500 მლნ-ის ვალი" - ნათია თურნავა ოპოზიციას

5f6483cfe3cd5
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 14:00
1884
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არაერთი არაეფექტური პროგრამა განხორციელდა, რომელთა რიგებში შედის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და „პომპეზური შენობების“ პროექტები, რომლის გაყიდვა სახელმწიფომ ვერ მოახერხა. ასე გამოეხმაურა ნათია თურნავა "ევროპული საქართველოს" წევრების შეკითხვებს პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

„არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას აჰკიდეთ 500 მლნ დოლარის ვალი. 2 ურთიერთგამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად - ერთი მხრივ, მოდერნიზაცია და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოება და მეორე მხრივ, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას, ამას ერთდროულად აფინანსებდით.

ასევე არაეფექტური პროგრამების მაგალითია პომპეზური შენობები, რომელიც დღესაც ჩვენ საპრივატიზებოდ გვაქვს და რთულად თუ მოიძებნება ფუნქციონალი, რითი დავტვირთოთ და თავის დროზე ძალიან ძვირი დაჯდა, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები",- აცხადებს ნათია თურნავა.