ეროვნულმა ბანკმა დღეს საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი დოლარია, რაც 65.2 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან უშუალოდ სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 10 მილიარდი დოლარი, ანუ 31.5 მილიონი ლარია. ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 59.5%-ია.
თავის მხრივ, სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ესენია:
მთავრობის ვალი - $7.8 მილიარდი (24.7 მილიარდი ლარი);
სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები - $518.2 მილიონი (1.6 მილიარდი ლარი);
სახელმწიფო საწარმოების სესხები - $941.4 მილიონი (3 მილიარდი ლარი);
ეროვნული ბანკის ვალდებულებები - $689.8 მილიონი (2.2 მილიარდი ლარი);
“საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.7 მლრდ აშშ დოლარი (40.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 76.2%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (18.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.1%-ია.
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 115.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 112.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 689.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,” - ნათქვამია ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ