„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საძოვრების საკადასტრო კოდების ჩამონათვალი უკვე ხელმისაწვდომია პროგრამის განმახორციელებელი უწყების - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.land.gov.ge და ოფიციალურ fb-გვერდზე - https://www.facebook.com/land.gov.ge.; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე www.mepa.gov.ge.
ზემოაღნიშნულ ვებგვერდებზე ასევე ხელმისაწვდომია საძოვრების შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს: საკადასტრო კოდს, ფართობს, მდებარეობას, საკადასტრო გეგმას და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; მითითებულია საკადასტრო კოდებზე პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღი.
"ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ პროგრამაში და, აუქციონის გზით, სამი წლის ვადით, იჯარით აიღონ სასურველი საძოვარი. პირველ ეტაპზე, შერჩეულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საძოვრები.
პრეტენდენტის პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელობაში ყოლა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ და fb გვერდებზე.
კოდების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის დასრულების შემდგომ, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო მსურველთა რეგისტრაციას დაიწყებს და განაცხადებს მიიღებს მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0160, ვაზისუბნის ქ. 25. პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით, სააგენტო შეარჩევს აუქციონში მონაწილეების სიას და გადააგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში. აუქციონს ქონების ეროვნული სააგენტო გამართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს