სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შპს "ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში" დაუსაბუთებელი სახელფასო დანამატები და პრემიებია გაცემული.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნულ სახელმწიფო შპს–ში ჩატარებულ შესაბამისობის აუდიტშია ნათქვამი.
"2015-2018 წლებში, დასაბუთების გარეშე, კლინიკური ცენტრის თანამშრომლებზე ჯამურად გაცემულია 279,193.71 ლარის სახელფასო დანამატი და 13,987.50 ლარის პრემია. მათ შორის, დირექტორისთვის დანამატის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 56,000.00 ლარი.
კლინიკურმა ცენტრმა ვერ წარმოადგინა თანამშრომელთა ზეგანაკვეთურად მუშაობის და ფუნქციების მოსალოდნელზე უკეთ შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, არ დასტურდება პერსონალზე სახელფასო დანამატისა და პრემიის გაცემის მართლზომიერება და შესაბამისობა", – ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის სამსახური აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას რეკომენდაცია აძლევს, სახელფასო დანამატისა და პრემიის გაცემის საფუძვლების შეფასების მიზნით, სამუშაო დროის აღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა დანერგოს, საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის დამატებითი შრომის ანაზღაურების საკითხი კი პარტნიორთან შეათანხმოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი