მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოები ორ კატეგორიად იყოფიან, მაჭავარიანი დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს

5dee28b6e8c16
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.19 15:20
739
საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდთან ერთად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე მუშაობს. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კატეგორიზების შემდეგ, ბიუჯეტზე დამოკიდებული სახელმწიფო შპს-ების ვალდებულებები სახელმწიფო ვალში შევა. 

" ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სახელმწიფო კომპანიების კატეგორიზაციის შესახებ. სტრუქტურები, რომლებიც ოპერირებენ და გვევილნებიან როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტები, მას არ ავსახავთ ერთიან ვალში. ხოლო მეორე კატეგორია სახელმწიფო საწარმოების, რომლებიც რაღაც სახით უკავშირდებიან ბიუჯეტს - იღებენ რაიმე სახის სუბსიდიას, ან აქვთ შეხება ბიუჯეტთან, ჩვენ ამ საწარმოებს სრულად ავსახავთ სამომავლოდ ჩვენ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებში,"- ამბობს ივანე მაჭავარიანი. 

საქართველოს მთავრობის კუთვნილი საწარმოები ყოველწლიურად მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან. ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით ამ ზარალმა 2018 წელს რეკორდულ ნიშნულს - 805.3 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მშპ-ის 1.9%-ის ტოლფასი იყო.