მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების რეფორმას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა შეუძლია - მოლინეუსი

623de0936db64
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.22 20:26
1085
კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის უფროსმა სებასტიან მოლინეუსმა BMG-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება, რაც მათი მმართველობის გაუმჯობესებას, ეფექტიანობის ზრდას და კონკრეტულ შემთხვევაში ამ ობიექტების პრივატიზებას გულისხმობს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს.

“გეტყვით რომ მხარს ვუჭერთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომლებიც მათი მმართველობის გაუმჯობესებას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ პრივატიზაციას უკავშირდება. ეს პროცესი დაეხმარება ქვეყანას სერვისების გაუმჯობესებაში, კაპიტალის ბაზარს განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაში, თუკი კონკრეტული სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდაც მოხდება,”- აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

სახელმწიფო საწარმოების სექტორის რეფორმას მსოფლიო ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) უჭერს მხარს, სწორედ ამიტომ ეს საკითხი ფონდის წინა პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტიც იყო.

2021 წლის დეკემბერში IMF-მა სახელმწიფო კორპორაციების მართვის სტრატეგიის დოკუმენტიც გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფო კომპანიებში არსებულ ფინანსურ ნაკლოვანებასა და რეფორმირების აუცილებლობაზეა საუბარი.

“ბოლო წლებში სახელმწიფო საწარმოების გაუმჯობესებული გამჭვირვალობისა და მონიტორინგის მიუხედავად, კვლავ არადამაკმაყოფილებელია მათი ფინანსური შედეგები. მართალია, გაუმჯობესებული გამჟღავნება/გამჭვირვალობა და მონიტორინგი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მათ სს-ების საქმიანობის შედეგების მხოლოდ გაუმჯობესება შეუძლია. აშკარაა, რომ სს-ების საქმიანობის შედეგების სასურველი ხარისხით გასაუმჯობესებლად, კომპლექსური სამართლებრივი და ინსტიტუციონალური რეფორმის ჩატარებაა საჭირო,”- ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.