20.ივლისი .2021 12:21

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია უახლოეს კვირებში გახდება საჯარო - ხუციშვილი

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია უახლოეს კვირებში გახდება საჯარო - ხუციშვილი
views 274
უკან

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია უახლოეს კვირებში გახდება საჯარო. განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად გააკეთა. გააკეთა. მისი თქმით, სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის ერთ-ერთი, რომელიც უნდა განხორციელდეს და ხორციელდება კონკრეტული სტრატეგიიდან გამომდინარე.

ლაშა ხუციშვილის მტკიცებით, სტრატეგია, ფაქტობრივად, დასრულების ეტაპზეა და რამდენიმე კვირაში გახდება საჯარო.

„ამ სტრატეგიას უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოს რეფორმა და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა იყოს ის მიზნები მიღწეული, რომლებიც დასახულია. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებმა შეძლონ ფუნქციონირება დამოუკიდებლად, უნდა შეძლონ კორპორატიზაცია და ეს უნდა მოხდეს ყველაზე სწორი, გამჭვირვალე გზით, რაც არის კაპიტალის ბაზრის რეფორმის შესაბამისად. ანუ მათი აქციები უნდა ივაჭრებოდეს საფონდო ბირჟებზე და ამ ფორმით უნდა მოხდეს პრივატიზაცია, თუმცა იქამდე, ვიდრე კომპანიები სტანდარტებს მიაღწევენ, საჭიროა, სწორედ სხელმწიფო საწარმოების სტრატეგიიდან გამომდინარე განხორციელდეს ყველა ქმედება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა