მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

6282041849375
BM.GE
16.05.22 11:57
2904
იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ ქეთევან ბეთლემიძე დაინიშნა.

ქეთევან ბეთლემიძე პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესის სკოლა და ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში, ასევე აქვს დოქტორის ხარისხი ბიზნესინჟინერინგში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს როგორც საჯარო სამსახურში, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

2012–2022 წლებში იგი იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში სხვადასხვა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა.
2022 წლის 1 თებერვლიდან დღემდე - სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა;