მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო სესხის პროცენტს ბავშვთა გასართობ ცენტრებსაც დაუსუბსირებს

5fad614642944
ანუკა ჯოხაძე
12.11.20 21:19
1015
სახელმწიფო ბანკების სესხის პროცენტს ბავშვთა გასართობ ცენტრებსაც დაუსუბსირებს. ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია ბავშვთა გასართობი ცენტრის, "ქენდი ლენდის" დამფუძნებელმა გიორგი ხარებაშვილმა მიაწოდა. როგორც ის ამბობს, აღნიშნული შეღავათი იმოქმედებს მხოლოდ კომერციულ ბანკებთან მიმართებით, და არ გავრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. 

“დღეს დაგვიკავშირდა "აწარმოე საქართველო" და გვაცნობეს, რომ გიორგი გახარიამ სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა. თუმცა, ჩვენთვის როგორც ცნობილია სესხის პროცენტის სუბსიდირება მოხდება მხოლოდ კომერციულ ბანკებში და არა მიკროსაფინანსოებში, არადა ბავშვთა გასართობი ცენტრების უმეტესობას ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან აქვს, ამიტომ კვლავ თამაშგარე სიტუციაში აღმოვჩნდით. არადა "აწარმოე საქართველოში" იცოდნენ, მთავარი პრობლემა არა კომერციულ ბანკებთან მიმართებით, არამედ მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებით იყო.

ძალიან მცირე ნაწილი ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით, რადგან ბავშვთა გასართობი ცენტრების 80%-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ვალდებულებები ჰქონდათ. ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე კომერციულ ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და მოიჯარეებთან შუამდგომლობასაც გულისხმობდა", - ამბობს გიორგო ხარებაშვილი.

ცნობისთვის, ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა გასული თვის მიწურულს აქცია გამართეს. აქციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოსგან“ და ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ სესხად აღებული 5 მილიარდიდან მათთვის დახმარება გამოიყოფოდა, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. როგორც ისინი ამბობდნენ, საუბარი იყო სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე.