მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო შესყიდვა – მთავარობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელახალ ტენდერს ამზადებს

5ff9b4b315411
BM.GE
09.01.21 18:16
1751
მთავარობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელახალ ტენდერს ამზადებს. ახალი სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად კი ხელისუფლებას სურს, განაახლოს ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევა, შერჩევის დოკუმენტაციის შემუშავება და ა.შ. სწორედ ამ პროცესების სამართავად ნაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო მილიონ–ლარის ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებს.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა”,– ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს ის კომპანიები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს 2021 წლის განმავლობაში ჩაატარებენ და ანაკლიის პორტის პროექტს ხელახალი ტენდერისთვის მოამზადებენ. შესაბამისად, ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე ფორმდება:

“დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის პროექტების განსახორციელებლად.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული მომსახურებების მიღება მოხდეს ყოველგვარი შეფერხებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რათა არ შეფერხდეს პროექტის განხორციელება”,– ნათქვამია დოკუმენტაციაში.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის განმახორციელებელ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება საქართველოს მთავრობა 2020 წლის დასაწყიში გაწყვიტა. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. ამის გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.