მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით, "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" თეთრ სიაში დარეგისტრირდა

5e5f890edc5cc
BM.GE
05.03.20 10:00
2470
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით, სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 2020 წლის 25 თებერვალს დარეგისტრირდა თეთრ სიაში.

შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თეთრ სიაში არეგისტრირებს ისეთ კომპანიებს, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით შეასრულეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

თეთრ სიაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში ენიჭება უფრო მეტი სანდოობა და სარგებლობს რიგი გამარტივებული პროცედურებით.

სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ 2018-2019 წლებში 30-ზე მეტ ორგანიზაციასთან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - ჯანმრთელობის, ქონებისა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ დაზღვეულებს შორის იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები როგორებიცაა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოს რკინიგზა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მანდატურის სამსახური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ა.შ.
2019 წელს აიჯიჯის მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 10 (ათი) მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
NS