მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო შესყიდვებზე შარშან ქვეყნის მშპ-ის 10% დაიხარჯა

6281e7ed85026
ნინო ტაბატაძე
16.05.22 11:06
755
სახელმწიფო შესყიდვებზე შარშან ქვეყნის მშპ -ის 10% დაიხარჯა.შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიშით, 2021 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერებით 5,754,188,526 ლარის შესყიდვები განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვებზე მიმართული ხარჯები გაიზარდა და პანდემიამდელ მაჩვენებელს - 5.3 მლრდ ლარსაც გადააჭარბა, მშპ-სთან მიმართებით ხარჯები შემცირებულია.კერძოდ, თუ 2019 წელს მშპ-ს 11%-ს შეადგენდა და 2020 წელს -10.4%-ს, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ს 10%-ს უტოლდება.

მზარდია სახელმწიფო შესყიდვებზე მიმართული სახსრებიც. 2011 წელთან შედარებით მთავრობა 2-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს სახელმწიფო შესყიდვებზე. 

სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებები წლების მიხედვით
2011 წელი - 2.66 მლრდ
• 2012 წელი - 2.77 მლრდ
• 2013 წელი - 2.79 მლრდ ლარი
• 2014 წელი - 2.85 მლრდ ლარი
• 2015 წელი - 3.20 მლრდ ლარი
• 2016 წელი - 4.92 მლრდ ლარი
• 2017 წელი - 3.65 მლრდ ლარი
• 2018 წელი - 4.09 მლრდ ლარი
• 2019 წელი - 5.33 მლრდ ლარი
• 2020 წელი - 5.14 მლრდ ლარი
• 2021 წელი - 5.75 მლრდ ლარი

გასულ წელს გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი, მთლიანი შესყიდვების 18% - 1,052,419,113 ლარი შეადგინა.

გამარტივებული შესყიდვების თითქმის ნახევარი 653,65 მლნ კორონავირუსის პანდემიის მართვისთვის საჭირო საქონელსა და მომსახურებზე დაიხარჯა, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სუბსიდიებსა და 5,000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე შესყიდვებს მოხმარდა.