20.ივნისი .2021 11:13

სახელმწიფო ვალი 32 მილიარდ ლარს აჭარბებს - ვისი ვალი აქვს საქართველოს

სახელმწიფო ვალი 32 მილიარდ ლარს აჭარბებს - ვისი ვალი აქვს საქართველოს
views 4666
უკან

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 32.16 მილიარდი ლარია, რაც წლევანდელი წლის მოსალოდნელი მშპ-ს 57.3%-ია.

2021 წელს საქართველოს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ ვალს იღებს, აქედან $500 მილიონი ევრობონდების რეფინანსირებას წარმოადგენს. მთლიანობაში დღეისთვის ქვეყანას $8 მილიარდი დოლარის (26.34 მლრდ ლარის) მოცულობის საგარეო და 5.8 მილიარდი ლარის მოცულობის შიდა ვალი აქვს.

კონკრეტული ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიხედვით, ვალის სტატისტიკაში მსოფლიო ბანკის ჯგუფი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს მთავრობას 6.76 მილიარდი ლარის ვალი აქვს.

სახელმწიფო ვალი 32 მილიარდი ლარია, რომელი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი აქვს ქვეყანას:


1. მსოფლიო ბანკის ჯგუფი (IDA და IBRD) - 6.76 მლრდ ლარი;
2. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 2.50 მლრდ ლარი;
3. გერმანია (KFW) - 2.41 მლრდ ლარი;
4. საფრანგეთი (AFD) - 1.89 მლრდ ლარი;
5. საქართველოს მთავრობის 10-წლიანი ევრობონდები - 1.64 მლრდ ლარი;
6. საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი IMF-ის მიმართ - 1.60 მლრდ ლარი;
7. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 761 მილიონი ლარი;
8. მთავრობის საგარეო ვალი IMF-ის მიმართ - 696 მილიონი ლარი;
9. იაპონია - 665 მილიონი ლარი;
10. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 609 მილიონი ლარი;
11. ევროგაერთიანება (EU) - 531 მილიონი ლარი;
12. რუსეთი - 123 მილიონი ლარი;
13. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 120 მილიონი ლარი;
14. ავსტრია - 62 მილიონი ლარი;
15. ამერიკა - 50 მილიონი ლარი;
16. თურქეთი - 32 მილიონი ლარი;
17. კუვეიტი - 29.8 მილიონი ლარი;
18. ყაზახეთი - 25.3 მილიონი ლარი;
19. სომხეთი - 16.7 მილიონი ლარი;
20. აზერბაიჯანი - 16.6 მილიონი ლარი;
21. ირანი - 12.4 მილიონი ლარი;
22. ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 10.7 მილიონი ლარი;
23. სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 7.9 მილიონი ლარი;
24. ჩინეთი - 1.5 მილიონი ლარი;
25. ნიდერლანდები - 1.2 მილიონი ლარი;
26. თურქმენეთი - 0.69 მილიონი ლარი;
27. უზბეკეთი - 0.17 მილიონი ლარი;
28. უკრაინა - 0.16 მილიონი ლარი;

შიდა ვალი

შიდა ვალის მოცულობაა - 5.8 მილიარდი ლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა