საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს განაცხადა, რომ წელს მშპ-სთან მიმართებით მთავრობის ვალი კრიტიკულ 60%-იან ზღვარს ჩამოსცდება და 54.6% გახდება. ეს პროგნოზი რადიკალურად განსხვავდება საქართველოს მთავრობის წინა პროგნოზისგან, რომლის მიხედვითაც ვალის ნიშნული 60%-ზე დაბლა მხოლოდ 2022 წელს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, მთავრობის მიერ შეცვლილი პროგნოზით, ვალის დონის მხრივ ვითარება წელსვე გაუმჯობესდება.
შესაბამის პროგნოზს 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია ითვალისწინებს. პარლამენტში დოკუმენტის განხილვა მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 32.16 მილიარდი ლარს შეადგენს, საიდანაც 26.3 მილიარდი ლარი საგარეო, 5.8 მილიარდი ლარი კი საშინაო ვალია. სახელმწიფო ვალის მოცულობა განსაკუთრებული ტემპით 2020 წელს COVID პანდემიის გამო გაიზარდა. ამ წელს საქართველოს მთავრობამ 8 მილიარდი ლარის ახალი ვალი მოიზიდა - მათ შორის 2 მილიარდი ლარი შიდა ვალი, 6 მილიარდი ლარი კი საგარეო ვალი იყო. 2021 წელს მთავრობა სახელმწიფო ვალს დამატებით 5.3 მილიარდი ლარით ზრდის.
ვალის ნიშნულის მიერ 60%-იანი ზღვრის გადაჭარბება ახალი ვალის აღებასთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამაც გამოიწვია, რადგან კურსის გაუფასურებამ 2020 წელს 10%-ს გადააჭარბა.
თავის მხრივ მშპ-ს 60% წარმოადგენს საქართველოში კანონით განსაზღვრულ ვალის ლიმიტს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც მთავრობამ უნდა წარადგინოს სამწლიანი გეგმა, რათა ვალი 60%-ზე დაბლა შემცირდეს.
საქართველოს სახელმწიფო ვალის 80% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას მასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გაცვლითი კურსის პროგნოზირება კი თავისმხრივ თითქმის შეუძლებელ გამოწვევას წარმოადგენს, ხოლო მთავრობის პროგნოზი, რომ სახელმწიფო ვალი წელსვე მშპ-ის 60%-ზე დაბლა ჩამოვა ეფუძნება დაშვებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი არსებულ დონეზე შენარჩუნდება.
მეორე ფაქტორი, რასაც ასეთივე დიდი გავლენა აქვს ვალის მოცულობაზე არის ეკონომიკური ზრდა. თუკი აქამდე მთავრობა 2021 წელს 4.3%-იანი ზრდას მოელოდა, განახლებული პროგნოზით წელს ზრდა 7.7% იქნება და ქვეყნის მშპ 57.2 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი