„აგარის შაქარი“ გეგმურად, რემონტის ჩასატარებლად, 2022 წლის 31 დეკემბერს ისევ დაიხურა, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს. მათივე ცნობით, მუშაობის გაახლების სავარაუდო ვადა მიმდინარე წლის აპრილია.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე წელია ქარხანა გარკვეული ციკლურობით მუშაობს - პერიოდულად ამუშავდება და შემდეგ ისევ იხურება.
„პერიოდულად ფუნქციონირების შეჩერება ეს ქარხნის მუშაობის სპეციფიკაა, გეგმურად ყოველთვის ხდებოდა და ახლაც ხდება სარემონტო სამუშაოებისთვის ქარხნის გაჩერება. წელს ამას შარშან ხანძრის შედეგად დაზიანებული ნედლეულის საწყობის მთლიანი რეკონსტრუქციაც დაემატა, რაც შედარებით მეტ დროს მოითხოვს. იმედი გვაქვს, სარემონტო სამუშაოები დაგეგმილ დროში მოესწრება და ქარხანა აპრილის თვიდან გაახლებს მუშაობას. რაც შეეხება შაქრის მარაგებს, ქარხანას გააჩნია საკმარისი მარაგი, რომ გახსნამდე ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას,“ - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ „აგარის შაქარი“ ყოველ ჯერზე მუშაობას სახელმწიფოს ხელშეწყობით აახლებს, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და შიდა ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტის გარანტირებულად უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო კომპანიებისგან ენერგომომარაგებისა და ტრანსპორტის სფეროში სპეციალური ტარიფები აქვთ დაწესებული.
კითხვაზე, ფუნქციონირების გაახლება წელსაც სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხდება თუ არა, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და ფიქრობენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ.
„სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ჯერ დიდი დროა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში შეთანხმებას მივაღწევთ, მხარდაჭერის პაკეტი იქნება, ენერგო თუ სატრანსპორტო სექტორში ხელშეწყობა, ეს მოგვიანებით გადაწყდება. როგორც ვიცით, აგარის შაქრის ქარხანა ერთადერთია საქართველოში და მთავრობის მიერ ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და ადგილობრივ ბაზარზე სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტის, შაქრის, დეფიციტის არ წარმოქმნისთვის,“ - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება გამოწვევებს, რომლის წინაშეც შაქრის მწარმოებელი კომპანია დგას, მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის ნედლეულის ვაჭრობით მაღალი ფასების არსებობის გამო გადამუშავების თვითღირებულება მაღალი ფასი უჯდებათ.
„ძირითადად არაკონკურენტული ბაზარია ჩამოყალიბებული, ამის პარალელურად ევროპიდან არაპირდაპირ სუბსიდირებული მწარმოებლებისგან საქართველოში დაბალ ფასში იმპორტირებული თეთრი შაქრის კონკურენციის გაწევა რთულია, მითუმეტეს, როდესაც საბაჟო მოსაკრებლებისგან გათავისუფლებული არიან,“ - ამბობს „აგარის შაქრის“ წარმომადგენელი.
ინფორმაციისთვის, გასულ 2022 წელს საქართველოდან შაქრის შესაძენად 89.4 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ქვეყანაში 151 762 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შაქრის იმპორტი გასული წელს 2021 წლის პერიოდის მაჩვენებელს როგორც მოცულობით (25.7%), ასევე ღირებულებით (48.2%) აღემატება. ამ პერიოდში 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების შაქარი ქვეყანაში მხოლოდ 9 საიმპორტო ბაზრიდან შემოვიდა, რომელთა შორის ლიდერი ბრაზილია იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი