მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ 20 მილიონის შიდა ვალი აიღო - აუქციონის შედეგები

6270fcf067271
გიორგი თოლორდავა
03.05.22 14:27
669
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 3 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 67 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.800%-ით, მაქსიმალური 11.000%-ით პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.878%-ით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო შიდა ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.