მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ “ბორჯომის” აქციები გამოისყიდოს და საფონდო ბირჟაზე გაასხვისოს - მამუკა ხაზარაძე

626bcc8767774
მარიამ ვარადაშვილი
29.04.22 15:39
3843
“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სანქციების გამო კომპანია "ბორჯომის" საწარმოს დროებით გაჩერების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი აზრით, შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალია, რომ სახელმწიფომ “ბორჯომის” აქციები გამოისყიდოს, შემდეგ კი საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალებით საქართველოს მოქალაქეზე გაასხვისოს.

“ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული "ალფა ჯგუფის" აქციონერობაა. “ალფა ჯგუფს" კომპანია "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ "იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.

გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:

სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა”,-წერს ხაზარაძე.

დღეს IDS ბორჯომმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მის მფლობელზე დაწესებული სანქციების გამო წარმოებას დროებით აჩერებს. 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო, 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.