სახელმწიფომ ფაქტობრივად ლანგრით, გასუფთავებული პროექტი თუ არ მისცა დღეს ინვესტორს, ისე მას გაუჭირდება ჩვენთან შემოსვლა - ამის შესახებ bm.ge-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე საზოგადოებასთან კომუნიკაცია და გზა გაუხსნას ინვესტორებს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რასაც ენერგეტიკოსის თქმით, ინვესტორები სახელმწიფოსგან მოითხოვენ.
„სახელმწიფო სანამ პროექტს დაიწყებს და ნებართვას მისცემს ინვესტორს, რომ მშენებლობა დაიწყოს, მანამდე ეს პროექტი უნდა იყოს აბსოლუტურად გასუფთავებული ყველაფრისაგან, მისი ენერგეტიკული საჭიროებიდან, ეკონომიკური აუცილებლობიდან, ეკოლოგიურად მიმღებლობიდან გამომდინარე. სახელმწიფომ ფაქტობრივად ლანგრით, გასუფთავებული პროექტი თუ არ მისცა დღეს ინვესტორს, ისე მას გაუჭირდება ჩვენთან შემოსვლა იმიტომ, რომ ნამახვანი დაგვირგვინება იყო თორე, ნამახვანამდეც ბევრი პრობლემები გვქონდა.
ორი მიმართულებით უნდა წავიდეს საქმე. პირველი, ინვესტორს უნდა ჰქონდეს გარანტიები, რომ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება და გაიყიდება იმ ფასად, რომ შეძლებს ინვესტიციების ამოღებას და მეორე, სახელმწიფომ უნდა მოუმზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინვესტორს მისცეს მწვანე გზა.
ბუნებრივია PPA ვერ დაბრუნდება იმ ფორმით, რაც იყო, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც გავაუქმეთ, ესეც არ შეიძლება. უნდა მოიძებნოს რაღაც შუალედური ვარიანტი, რომ ეს იყოს მისაღები ინვესტორისთვის და არა დამაზარალებელი სახელმწიფოსთვის. არის ამის საშუალება, რომ ინვესტორმა გარანტირებულად შეძლოს საქმის კეთება ჩვენთან. ძალიან სერიოზული სამუშაოა. ის, რომ 5-10 მეგავატის სადგურებს წახალისებები აქვთ, ეს არ ყოფნის სერიოზულ ინვესტიციებს, უფრო სერიოზული ჩარევაა საჭირო“,- აცხადებს გია არაბიძე.
აღსანიშნია, რომ დარგი ყოველ დღე ელოდება ენერგეტიკული პროექტების წასახალისებლად სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმების ამოქმედებას. საუბარია მათ შორის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების გარკვეული ფორმით დაბრუნებაზეც, რაზეც 2017 წლიდან დღემდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მორატორიუმი მოქმედებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო