მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფომ, საზოგადოებრივი საპირფარეშოების შექმნის ნაცვლად, ბიუჯეტის დაზოგვა გადაწყვიტა” - გიდი

5f65a15082738
მარიამ ადამია
19.09.20 20:33
917
“2005 წელს ვმუშაობდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და პირადად მაქვს აციფრული ის ადგილები, სადაც შეიძლებოდა საპირფარეშოები განთავსებულიყო და ვცდილობდით გამოგვეყენებინა საბჭოთა პერიოდის შემორჩენილი ინფრასტრუქტურა, თუმცა ამ დროიდან მოყოლებული არაფერი გაკეთებულა სველი წერტილების მიმართულებით” - ამის შესახებ ტურისტულმა გიდმა, ლელა გიორგაძემ Bm.ge-სთან ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყეს მისი ტურიზმის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში საპირფარეშოების მოწყობა, გვპასუხობს, რომ სახელმწიფოსთვის სერვისის მოწყობა იყო ძვირი და ბიუჯეტის დაზოგვა გადაწყდა.

“ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა პრობლემის გადაჭრის ძალიან “ოსტატური” ხერხი მოიფიქრეს და კერძო სექტორს დაავალეს, თუმცა ფაქტია ის, რომ მხოლოდ კერძო სერქტორი ამას ვერ მიხედავს და საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, მხარდაჭერა, რომ სველი წერტილი იქცეს ბიზნესად, ხოლო მეორე მხრივ, იყოს ადეკვატური მომხმარებლებისთვის, რომ გამოიყენონ ის. ამ ყველაფრის დასაგეგმად და განსახორციელებლად კი, საუკეთესო პერიოდი სწორედ ეს პანდემია იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ”- განაცხადა ლელა გიორგაძემ.

ინფორმაციისთვის, მოწესრიგებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების შექმნა წლებია უკვე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქვეყანაში და ფაქტია, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეს საკითხი ვერ მოაგვარა. მათ შორის ვერც მარიამ ქვრივიშვილმა, რომელსაც პრობლემა იდენტიფიცირებული ჰქონდა და როგორც თავად ამბობდა, მუშაობაც დაწყებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა ისევ აქტუალურია.