მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფომ სერიოზულ კომპენსაციაზე უნდა იფიქროს, რომ კლუბებს გახსნის სურვილი არ გაუჩნდეთ“

61c48222a4004
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.21 18:14
478
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მოსალოდნელი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ღამის კლუბების სერიოზული კომპენსაციები უნდა შესთავაზოს, რათა მათ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიების გამართვის სურვილი გაუქრეთ. ამის შესახებ მან იმუნიზიციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი შეფასებით, კლუბების გახსნა „ომიკრონის“ ცუნამის მოლოდინის პირობებში არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

„ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვხედავთ წარმატებული ვაქცინაციის და პანდემიის მართვის ქვეყნებმა უკან შემოაბრუნეს ამ ტიპის შეზღუდვები, ამიტომ სრულად ალოგიკური იქნება ქვეყანამ „ომიკრონის“ ცუნამის და ქარიშხალის წინ ქვეყანას მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების ყოველკვირეულად გამართვის შესაძლებლობა მისცეს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო იქნება. მესმის, რომ ეკონომიკური რისკები ბიზნესის დაზიანების კუთხით ძალიან მაღალია, მაგრამ სახელმწიფომ სერიოზულ კომპენსაციაზე უნდა იფიქროს, რომ მათ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ ეს დაწესებულებები გაიხსნან“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.