05.ივლისი .2020 13:30

სახელმწიფომ შექმნა გარემო ტვირთების შეუფერხებელი გადაზიდვისთვის - MAERSK

views 568
უკან

ხშირად სახელმწიფოს შეფასებები არის გადამეტებული, თუმცა ამ შემთხვევში სახელმწიფომ და კერძო სექტორმა,  აბსოლუტურად შეთანხმებულად იმუშავეს - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტის განცხადება სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით Maersk კავკასიის კომერციულმა წარმომადგენელმა ირაკლი დანელიამ.

 BM.GE-სთან საუბრისას ირაკლი დანელია შეუფერხებელი სატვირთო გადაზიდვებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს და ამბობს, რომ ორივე მიმართულებით კოორდინაცია და მდგომარეობასთან ადაპტირება იყო მაღალ დონეზე.

„მიუხედავად პანდემიისა საკონტეინერო გადაზიდვები ნამდვილად შეუფერხებლად მიმდინარეობს. ტვირთბრუნვაზე საუბარისას ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ მსხვილად რომ ვთქვათ: ერთი არის ადმინისტრაციულ-ოპერაციული საკითხი და მეორე - არის საერთოდ რეალურად არის თუ არა ტვირთზე მოთხოვნა.

ადმინისტრაციულ ოპერაციული საკითხებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. Maersk-ის jგუფში შემავალია ასევე APM Terminals-ის ფოთის პორტში, რომელიც ძირითადი გამტარია მთელ რეგიონში ტექნიკური თვალსაზრისით, საოპერაციო ან ადმინისტრაციული შეფერხება არ ყოფილა. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდში კრიზისის მართვისსაკმაოდ კარგი სისტემა აიგო, იმდენად რამდენადაც ამ ტვირთბრუნვაში ჩართული მძღოლების და ტექნიკური მუშახელის გადამზადება და გადაიარაღება მოხდა, ისე, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ფიზიკურად ტვირთთან დაკავშირებულ პროცესებთან.

რაც შეეხება ტვირთზიდვის პროცესს, ეს მხოლოდ პორტს არ ეხება, რადგან პორტამდე მოსული ტვირთი შემდეგ მანქანით ან რკინიგზით გადაადგილდება ქვეყანაში. კოორდინაცია ამ სატრანსპორტო საშუალებებს შორის იყო ძალიან მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაზრდილი იყო ამ პერიოდის განმავლობაში და შესაძლებელი იყო შეფერხება ყოფილიყო, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. მეტსაც გეტყვით, ის ტვირთბრუნვა, რომელიც ქართულ რკინიგზაზე გადადიოდა, საკონტეინეროს ვგულისხმობ, უფრო სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩადიოდა იგივე საქართველოს, ან აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით; იმიტომ, რომ მანქანებით გადაზიდვის შემთხვევაში მანქანებს ხვდებოდა რიგებში, პლუს კარანტინებში უწევდათ მძღოლების გაშვება, ანუ საზღვაო ხაზის - პორტისა და რკინიგზის კოლაბორაცია იყო შესაშური“, - განაცხადა ირაკლი დანელიამ.

Maersk-ი კავკასიის კომერციული წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობა თანაბარი იყო. 

„ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს შეფასებები არის გადამეტებული, თუმცა ამ შემთხვევში სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა აბსოლუტურად შეთანხმებულად იმუშავეს. ვერ ვიტყვი, რომ ერთმა მეტად იმუშავა ამაზე ვიდრე მეორემ. 

სახელმწიფომ უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნა მაკრო გარემო იმისთვის, რომ ჩვენ - ბიზნეს სუბიექტებს და ოპერატორებს არ გვქონოდა სახელმწიფო ბიუროკრატიასთან მიმართებაში პრობლემა და რომ გვქონოდა ლავირების საშუალება.

მაგალითად, არც ერთი ტვირთნაკადს საბაჟოზე გავლის დროს სახელმწიფოს მხრიდან შეფერხება არ ჰქონია“, - აღნიშნა Maersk-ის კავკასიის კომერციულმა წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით კომპანის საკონტეინერო გადაზიდვები იანვარ-ივნისში შოკურად 12%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა