14.სექტემბერი.2018 13:40
საზოგადოება

"სახელმწიფოს მოუწევს სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება"

"სახელმწიფოს  მოუწევს სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება"

„სახელმწიფოს  მოუწევს სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება“-ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ. მათი თქმით, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები 2012 – 2017 წლებში მერყეობს 17 – 23 მლნ ლარამდე, 2017 წელს ფიქსირდება პიკური მაჩვენებელი 22. 844 მლნ ლარი. 

ცენტრში ამბობენ, რომ სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლების პროცენტული მაჩვენებელი, რკინიგზის საერთო შემოსავლებში მერყეობს 3-5 %-ის ფარგლებში, რაც მსოფლიო რკინიზებთან შედარებით, დაბალი მაჩვენებლია, მაშინ როცა  ევროპის ქვეყნებში 25 - 30% აღწევს.  „ფაქტიურად, ბოლო წლებში შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება, უფრო მეტიც, თუ შემოსავლების დენომინირება, ანუ ლარიდან დოლარზე გადაანგარიშდება, სახეზე იქნება შემოსავლების შემცირება. იმ ვითარებაში, როცა, სამგზავრო გადაყვანები, მსოფლიოში წამგებიანი მიმართულებაa, მრავალ ქვეყანაში სოციალურ სფეროს განეკუთვნება, საქართველო არ არის გამონაკლისი (ყოველწლიურად 25 - 30 მლნ ლარით წამგებიანია), სადღეისოდ, ხდება აღნიშნული ხარჯის სატვირთო გადაზიდვებიდან ჯვარედინი სუფსიდირება, რაც მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესზე ორიენტირებულ კონპანიას“-აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

მათი თქმით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ფართოდაა აპრობირებული, სახელმწიფოს მხრიდან სამგზავრო გადაყვანების სუფსიდირების სხვადასხვა მოდელი. 1.სამგზავრო გადაყვანების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად სუბსიდირება, 2.სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცალკეული წამგებიანი მიმართულებების სუფსიდირება.

„საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და ახლო მომავალში მოუწევს ამ მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა“-აცხადებენ ცენტრში.

 შეგახსენებთ, „საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო გადაყვანებს ასუბსიდირებს.

 

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

23.ივლისი.2019 17:00
54

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:31
176

„ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა“ - რივალდო ქუთაისშია

ვრცლად
23.ივლისი.2019 13:46
101

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

ვრცლად
23.ივლისი.2019 12:10
616

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:20
186

„მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება, რომ ბიუჯეტი მათი საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ“

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:00
212

მერია: რეაბილიტირებულ პარკებში კომერციული ფართები გათვალისწინებული იქნება

ვრცლად