მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს კორონავირუსის ერთი სწრაფი ტესტის შეძენა 31 ლარი უჯდება

5ea868a8173dd
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.20 23:30
1757
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 30,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება უკვე მოამზადა და შესყიდვის განხორციელების თაობაზე ნებართვას შესყიდვების სააგენტოსგან ელის.

ხელშეკრულების მიხედვით, სწრაფ ტესტებს სახელმწიფოს შპს “სოლემარტი“ მოაწვდის, ტესტის მწარმოებელი კი ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ცალი სწრაფი ტესტის ღირებულებაა 31 ლარი, მთლიანად შესყიდვის ღირებულება 930,000 ლარია.

“საქონლის მოწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში,”- ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულებას აღარ გააფორმდებდა, რადგან მომწოდებელი კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის მიერ წარმოებული პროდუქცია უხარისხო აღმოჩნდა, რის შესახებაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია თავად მწარმოებელმა მიაწოდა.

ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი მომწოდებლისგან რამდენ ტესტს ყიდულობს საქართველო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 511, გამოჯანმრთელების 168, ხოლო გარდაცვალების 6 შემთხვევა არის აღრიცხული. საკარანტინე რეჟიმში 5085 ადამიანი იმყოფება.