სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ, შპს “ენერგოტრანსმა”, რომელიც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ფლობს 2019 წლის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 26.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ენერგოტრანსის” შემოსავალმა 42.3 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა კომპანიის ხარჯების დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა და კომპანია ზარალზე გავიდა.
შპს “ენერგოტრანსს” სრულად “სახელმწიფო ელექტროსისტემა” ფლობს. თავისმხრივ სახელმწიფო ელექტროსისტემა 2020 წლამდე “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, თუმცა წელს უშუალოდ მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა.
ენერგოტრანსი 290 კილომეტრის სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ფლობს, რომლითაც საქართველო თურქეთს უკავშირდება. კომპანიის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა “შავი ზღვის გადამცემი ქსელის მშენებლობის პროექტის” ფარგლებში შეიქმნა და მისი მეშვეობით საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი/ტრანზიტი ხორციელდება.
პროექტის განსახორციელებლად 2010-2013 წლებში, შპს „ენერგოტრანსმა“ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიიღო კრედიტები (KfW - 75 მლნ ევრო, EBRD – 56.1 მლნ ევრო, EIB – 79.8 მლნ ევრო, გრანტის სახით 25 მლნ ევრო). ვალდებულებების მომსახურება კი კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო. მათი სრულად გასტუმრება კი 2027-2033 წლებში უნდა მოხდეს.
სწორედ ვალდებულებების მომსახურების გამო კომპანიამ 2019 წელი ზარალით დაასრულა, რადგან მისმა ფინანსურმა ხარჯმა 42 მილიონი ლარი შეადგინა. სახელფასო ხარჯი 3.6 მილიონი ლარი, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი კი 10 მილიონი ლარი იყო.
ფინანსურად წამგებიანი იყო კომპანიისთვის 2018 წელიც, როდესაც ზარალი 27.8 მილიონ ლარს შეადგენდა.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 230.9 მილიონ ლარს შეადგენს, მისი ჯამური ვალდებულებები კი 648.2 მილიონი ლარის ტოლია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ