გასულ თვეს ეკონომიკის სამინისტრომ მზის ელექტროსადგურებისთვის 70 მგვტ სიმძლავრეზე აუქციონი გამოაცხადა. „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ აუქციონში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.
„მზის სადგურებისთვის 70მგვტ სიმძლავრეზე აუქციონია გამოცხადებული. ჩვენს ინვესტორებთან ერთად გვაქვს პროექტები, რომლებითაც აუქციონში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ვთანამშრომლობთ რამდენიმე საინვესტიციო კომპანიასთან, როგორც ქართულ ასევე უცხოურთან. ჩვენი საქმეა, მათთვის საინვესტიციო მოცულობის დათვლა, შემდგომ უკვე სადგურის აშენება და მისი მოვლა-შენარჩუნება. ინვესტორი სწორედ ამის შემდეგ წყვეტს აუქციონში რა ტარიფით შევა“, - აცხადებს დარჯანია.
მისივე თქმით, მზის ელექტროსადგურებზე სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობი მექანიზმები არ არსებობს.
„დაახლოებით 4-5 წელია, 2017 წლის შემდგომ ჩვენთვის მხარდაჭერის მექანიზმები არ არსებობდა. ყველა ინვესტორს სჭირდება, გათვალოს თავისი საინვესტიციო მოცულობა და ის, როდის დაიბრუნებს უკან ამ თანხას. ვინაიდან აქ არ არსებობდა არავითარი მხარდაჭერის მექანიზმი, როგორიც არის მაგალითად, გარანტირებული შესყიდვის ტარიფი, ასევე ენერგეტიკული ბირჯა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ახალი პროექტები არ დაწყებულა. ამიტომ არ გვაქვს მსხვილი მზის ელექტროსადგური, თუმცა ახალი მექანიზმით ეს უკვე შესაძლებელი ხდება“, - აცხადებს „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი შემდეგ კატეგორიებს მოიცავს: ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი