მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე გადაზიდვების ბიზნესი ნულზე დავა - ცაგარეიშვილი

6050c5f859beb
ელენე გოგბერაშვილი
21.03.21 14:20
1095
საწვავზე მაღალი ფასის გამო კერძო სექტორი მთავრობას ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის გადახედვას სთხოვს. როგორც ცნობილია, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს.

იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზეც. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირება საბიუჯეტო შემოსავლების კლებასთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს ამის რესურსი ჰქონდეს, სატრანპორტო პოლიტიკის კვლევის ცენტრი მთავრობას მეზობელი სომხეთის მაგალითის გაზიარებას სთავაზობს.

„ერთი მხრივ, საწვავის გაძვირება და მეორე მხრივ, გადაზიდვის ფასების არასტაბილურობა იწვევს იმას, რომ გადაზიდვის  სექტორმა საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე უნდა იფუნქციონიროს; მოგებაც არც ისე დიდია, 10%-8%-ის ფარგლებში მერყეობს და ეს გამოიწვევს იმას, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, ახლო მომავალში, სატვირთო გადაზიდვების ეს სეგმენტი, პრაქტიკულად, მთლიანად ნულზე დავა. გამოვყოფდი ისეთ ღონისძიებას, როგორსაც მაგალითად იყენებს ჩვენი მეზობელი სახელმწიფო სომხეთი - სპეციალური ზონებია, სადაც დაბეგვრა არ ხდება ანუ საწვავის ჩასხმისას დღგ არ შედის. ეს პრინციპი მუშობდა ლარსის გამშვებ პუნქტზე, რომელიც ნაწილობრივ დაიკეტა, მაგრამ ამის აპრობაცია და სხვა საზღვრებზე გადატანა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემდა გადაზიდვების ბიზნესს და საწვავის ფასს 20-30 თეთრით შეუმცირებდა“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.