თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 - ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ფორუმი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაში. მან ყურადღება გაამახვილა ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლას ამ დარგში.
„ეს მიმართულება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ენერგოდამოუკიდებლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს ნავთობის და გაზის საკმაოდ სოლიდური რესურსები რომ აქვს, ეს დადასტურებულია წარსული გამოცდილებით - მე-20 საუკუნეში პიკზე საქართველო 3 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს მხოლოდ სამგორის ველზე მოიპოვებდა. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ დღეს რამდენიმე პერსპექტიული მიმართულებით შევძლოთ ნავთობის მოპოვების გაზრდა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული, რომელიც საბადოს კვლევასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გეოლოგიური კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე უშუალოდ ნავთობის მოპოვებას მოვახერხებთ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შევამციროთ გეოლოგიური და საინვესტიციო რისკები, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში. ჩვენი იმედია საბოლოოდ, რომ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოვახერხებთ, საქართველომ სრულად დააკმაყოფილოს თავისი საჭიროება არსებული ნავთობის მოთხოვნის კუთხით და ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობით წვლილი შევიტანოთ ჩვენი გაზის მოხმარებაში, რაც მიმდინარე ლიცენზიების კვლევით სამუშაოებში საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობენ ისეთი მსხვილი რეგიონული კომპანიები, როგორიცაა OMV პეტრომი, რომელიც გეგმავს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის მარაგები დაიძიოს და შემდეგ დაამუშაოს, აგრეთვე Exonn, DMT, Block energy და სხვ. ფორუმი 14 მაისს დასრულდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას