ბათუმში მეზღვაურის დღე საზეიმოდ აღინიშნა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.
„ჩვენ, როგორც საზღვაო ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ვალდებულებები გვეკისრება, ხელი შევუწყოთ მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას და ამ თვალსაზრისით, შევამსუბუქოთ ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის გავლენა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში. ქართველი მეზღვაურები საკუთარი პროფესიონალიზმით, უდრეკი ხასიათით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებით“, - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მეზღვაურთა პრობლემებს, წუხილს და ნებისმიერ დროს მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სრული და მაღალ პროფესიონალური დახმარება გაუწიოს მათ
თამარ იოსელიანის განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო სივრცეში საგრძნობლად გაზრდილია ქართველ მეზღვაურების მიმართ ნდობა და შესაბამისად მათზე მოთხოვნაც, რაც აისახება კიდეც დასაქმების მაჩვენებლებში.
„სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ხელს მოვაწერთ მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს კანადასთან და კატართან, რაც სახელმწიფოთა რიცხვს, რომელიც თქვენს სამუშაო დიპლომებს აღიარებს, გაზრდის 64-მდე. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ რეფორმებს საზღვაო დარგში - უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენი სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს თქვენი შრომის უფლებებს“, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი