მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახეზეა სამედიცინო სისტემის დეგრადაციის დიდი რისკი", - "ტიკარაძის რეფორმას" "ლელოც" აკრიტიკებს

5dde6ddf406cc
თელარა გელანტია
27.11.19 16:35
1197
"ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად ყველა ინდუსტრია და ინსტიტუცია ან დეგრადაციის გზას დაადგა ან სტაგნაციის ფაზაში შევიდა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემას“, - ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერთან ვასილ ჭეიშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთა.

როგორც bm.ge-ის „ლელოდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ჩავარდნილ ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმასა და იმ დამღუპველ რეგულაციებზე, რომლებიც სისტემას ანგრევს.

,,ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, სადაც სახეზეა ასევე მნიშვნელოვანი კრიზისის შექმნის საფრთხე. ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად ყველა ინდუსტრია და ინსტიტუცია ან დეგრადაციის გზას დაადგა ან სტაგნაციის ფაზაში შევიდა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემას.

,,ქართულმა ოცნებამ’’ დანერგა ე.წ. მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვით უზრუნველყოფის პროგრამა, ამით თავს იწონებდა და ამ მთავრობის დიდ წარმატებად წარმოაჩენდა, თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს პროგრამა ვერ იქნებოდა მდგრადი, რადგან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც, კი ვერ ახერხებენ მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სრულ დაფინანსებას. შესაბამისად, წარმოიშვა მნიშვნელოვანი პრობლემები ამ პროგრამის დაფინანსების კუთხით და გაჩნდა კორუფციის დიდი რისკები. ამ პროგრამაში არსებული ე.წ. შავი სურვილების გამო, რადგან ,,ქართული ოცნების’’ მთავრობის დამახასიათებელი თვისებაა არაკომპეტენტურობა და ხედვის არქონა. ამ შემთხვევაშიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით გამორჩეულ სამედიცინო კლინიკების ნორმალურ ფუნქციონირებას. ახდენს ამ სფეროში შემდეგი ინვესტიციების მოზიდვის სრულ დემოტივაციას და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის შემდეგ კაპიტალდაბანდებას გამორიცხავს. სახეზეა სამედიცინო სისტემის დეგრადაციის დიდი რისკი, რაც საბოლოო ჯამში უქმნის საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და შესაბამისად მათ უსაფრთხოებას. ასევე იზრდება ქვეყნიდან კვალიფიციური სამედიცინო კადრების გადინების რისკი.

მოძრაობა ,,ლელოს’’ აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს სამედიცინო სფეროში იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით და უფრო მეტიც საქართველო გადაიქცეს რეგიონალური მიზიდულობის ცენტრად სამედიცინო კუთხით, რისი სრული პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია’’,  – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.