09.მაისი.2016 12:28
ბიზნესი

სახის პირველი ქართული კოსმეტიკური საცხი "იზოსია" იტალიაში იყიდება

სახის პირველი ქართული კოსმეტიკური საცხი "იზოსია"  იტალიაში იყიდება
ბაზარზე პირველი ქართული კოსმეტიკური ბრენდი "იზოსია" გამოჩნდა, რომელიც ქართველმა დერმატო-კოსმეტოლოგმა იზო გოგოძემ შექმნა. კოსმეტიკის შექმნის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე იზო გოგოძე “საქმიან დილასთან“ საუბრობს.
 
- როგორ დაიწყეთ სახის საცხზე მუშაობა და ახლა რა ეტაპზე ხართ?

- თავდაპირველად იდეა პირადი მოხმარების მოტივით გაჩნდა. იგი უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტებისგან არის შემდგარი. საცხის შემადგენლობა თანდათან გავამდიდრეთ და 21-ე საუკუნის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. კრემი არის დამატენიანებელი, მკვებავი, დამცავი და ნაოჭების საწინააღმდეგო. ყველა ასაკზეა გათვლილი და კანის მრავალმხრივ მოვლას განაპირობებს. ამჟამად სამი სახეობის პროდუქტია, რომელიც შესაძლოა ყველა ტიპის კანმა მოიხმაროს. პროდუქცია 100 %-ით ბიოლოგიური შემადგენლობისაა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად განვითარებადია საქმე რომელიც წამოიწყეთ?

- გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ძალიან დიდია მომხმარებელთა რაოდენობა, იმედს გამოვთქვავთ რომ კომერციული თვალსაზრისითაც არ იქნება წამგებიანი. უკვე ორ მაღაზიაშია ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი. ჯერ მცირე საწარმო გვაქვს, სადაც პროდუქტი მზადდება, მაგრამ ვგეგმავთ გაფართოვებას, ასევე პროდუქტის რაოდენობისა და სახეობების გაზრდას. 

- რა არის ამისთვის საჭირო?

- საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია და ამისთვის უკვე გზებს ვეძებთ. საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოა და თვითონ ფორმულის შექმნაც არ არის ადვილი.

- რა არის მთავარი უპირატესობა, რომ კონკურენტულ ბაზარზე თავისი ადგილი დაიკავოს?

- ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად მისი ბუნებრივობა. საერთაშორისო ბაზარზე არის ბიოლოგიური სახელდებით გამოსული პროდუქტები, მაგრამ მათში 40%-ია ბიოლოგიური შემადგენლობა.

ამ შემთხვევაში უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. წყლიანი და ცხიმიანი ფაზის შეერთებით და შეთანხმებით ერთგვაროვანი სტრუქტურა მივიღეთ და მიუღწეველი თითქმის მიღწევადი გახდა. შენახვის ვადა 3 თვეზეა გათვლილი.

სახის საცხი "იზოსია" უკვე წარმატებით იყიდება იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში. ჩვენი ქართველი ემიგრანტების, დიასპორის დახმარებით გახდა ეს შესაძლებელი.

12.აპრილი.2019 19:45
348

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1004

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
392

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1104

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
265

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად
30.მარტი.2019 11:45
3865

სასტუმრო "ქვევრი" - კახეთში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო შენდება

ვრცლად