მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახლში გამოკეტილი ხალხი შიმშილისთვის გაწირეთ - გოცირიძე გახარიას

5ed0e31679dfb
ინგა მურუსიძე
29.05.20 14:24
794
ჩვენი კითხვა ეხება სიღარიბეს... სახლში გამოკეტილი ხალხი ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, რომელიც ინტერპელაციის წესით პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოდის.

"2 დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ 11-საათიანი მოხსენება პრემიერ-მინისტრისა და ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ზუსტი, ან დამაიმედებელი პასუხი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს მოუტანდა. ჩვენი შეკითხვა ეხება სიღარიბეს. ინტერპელაციამდე 1 დღით ადრე მოხვედით ბატონო პრემიერო და ამით ალბათ თავს აწონებთ მოქალაქეებს, იმიტომ რომ მესამედაც მოდიხართ ივნისის თვეში. არაფერი თავმოსაწონი თქვენი გამოსვლიდან არ იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელიც თავის მოქალაქეებს არ დაეხმარა არც ერთი თეთრით. სახლში გამოკეტილი ხალხი ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ", - მიმართა გოცირიძემ გიორგი გახარიამ.

დეპუტატი გამოეხმაურა ასევე დაანონსებულ ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის მიხედვითაც მთავრობა დეველოპერებს და მშენებლებს დაეხმარება. რომან გოცირიძის თქმით, იპოთეკური სეხების სუბსიდირების საკითხი მთავრობის წევრებთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიებისთვის ფულის შოვნის კორუფციულ სქემას წარმოადგენს.