მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახმელეთო საზღვრები ზაფხულისთვის გაიხსნება - მინისტრი

60a25e28c0025
ინგა მურუსიძე
17.05.21 16:53
1007
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრები ზაფხულის პერიოდისთვის გაიხსნება. როგორც თურნავამ თქვა, ამ საკითხზე მსჯელობა შეზღუდვების შემსუბუქების მესამე ეტაპზე იგეგმება.

„ჩვენ დავიწყეთ შემსუბუქება ყველაზე უფრო სენსიტიური თემით, რომელიც არა მარტო ტურისტებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ეხებოდა და ეს არის ღამის საათების შეზღუდვის შემოკლება, რაც გუნება-განწყობილებაზეც კარგად იმოქმედებს, ბიზნესზეც და ტურიზმზეც იმოქმედებს დადებითად. მეორე შემსუბუქება არის კაფე-რესტორნების ღია სივრცეების მუშაობის დაწყება შაბათ-კვირას.

და მესამე ეტაპი იქნება მსჯელობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რადგან ეს იქნება მართლაც რეალური გარღვევა ტურიზმის აღდგენაში. ზაფხულის განმავლობაში ბევრი ტურისტი სწორედ სახმელეთო საზღვრით გვსტუმრობს. დღეს კონკრეტული ვადის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ზაფხულის პერიოდისთვის“,- განაცხადა მინისტრმა.