საქართველოში ბუნებრივი აირის 1.3 მილიონი საყოფაცხოვრებო აბონენტი არის რეგისტრირებული. მათთვის გაზის ტარიფის მეტ-ნაკლებად უცვლელად შენარჩუნება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ პირდაპირ სუბსიდიაზე, რომელსაც მთავრობის დავალებით, სახელმწიფოს კუთვნილი “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (GOGC) გასცემს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, სუბსიდირების არსებული მოდელი 2013 წლიდან მოქმედებს. კერძოდ კი, GOGC-ი ბუნებრივი აირის გამანაწილებლებს მოსახლეობისთვის განკუთვნილ გაზს ფასდაკლებით აძლევს, რაც თავის მხრივ, კომპანიის მისაღებ შემოსავალს ამცირებს.
ფისკალური რისკების ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ამ ფასდაკლებამ კომპანიის მისაღები შემოსავალი - 60.5 მილიონი ლარით, 2019 წელს კი 91.9 მილიონი ლარით შეამცირა. ჯამურად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამგვარი სუბსიდიის შედეგად, კომპანიამ 152.4 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ამ სუბსიდიის შედეგად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ღირებულება 1000 კუბურ მეტრზე $15 დოლარით შემცირდა.
“2013 წლიდან სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის სექტორის მომხმარებელთა ტარიფის სუბსიდირებას, რაც კომპანიის შესაძლო მისაღებ მოგებას ამცირებს. მისაღები მოგება წარმოდგენს სხვაობას კომერციული ტარიფით გაყიდვის შესაძლებლობასა და, ფაქტობრივად, მიღებულ შემოსავალს შორის.
კომპანიის აუდიტირებული ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ აიღო ძირითადი კლიენტისთვის ფასდაკლების მიწოდების ვალდებულება, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელშეკრულებით შეადგენს 15 აშშ დოლარს ათას კუბურ მეტრ გაზზე, კლიენტის მიერ საქართველოს მოსახლეობაზე „საშეღავათო პერიოდის“ განმავლობაში გაყიდულ გაზის მოცულობაზე. კლიენტზე გაზის ფასდაკლებული ფასით გაყიდვას ადგილი ექნება 2021-2025 წლებში. შედეგად, კლიენტისთვის მიცემული შესაძლებლობა, რომ დამატებითი გაზი ფასდაკლებით შეიძინოს, აძლევს კლიენტს უფლებას შეიძინოს დამატებითი საქონელი იმ ფასად, რომელიც არ ასახავს დამოუკიდებელ გასაყიდ ფასს,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანგარიშში.
2019 წლის ბოლოს გაირკვა, რომ “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის მიწოდების ღირებულებად 1000 კუბურ მეტრზე 86 აშშ დოლარამდე შეამცირა. ეს ცვლილება მოსახლეობის ტარიფის გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტისგან დაცვისთვის იყო მიმართული.
“გარკვეული რისკები და ხარჯები ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავის თავზე აიღო, რათა ეს რისკები დაეკომპენსირებინა, მათ შორის ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკი, რამაც საშუალება მოგვცა, რომ არ გაზრდილიყო დედაქალაქში სამომხმარებლო გაზის ტარიფი“, - განაცხადა 2019 წლის დეკემბერში სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
სემეკის მონაცემებით, საქართველოში საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივი აირის საშუალო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 55.13 თეთრს შეადგენს. სემეკის შეფასებითვე, ეს ევროპის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით ბევრად დაბალი ტარიფია. 2019 წელს მთლიანად ევროპის მასშტაბით, საქართველოზე დაბალი სამომხმარებლო ტარიფი მხოლოდ რუსეთსა (26.23 თეთრი კუბურ მეტრზე) და აზერბაიჯანშია (34.08 თეთრი კუბურ მეტრზე).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?