მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საყოველთაო დაზღვევამ დაბალფასიანი სამედიცინო დაზღვევის არსებობა უაზრო გახადა” - პაატა ღაძაძე

60cdba96a0f66
ანუკა ჯოხაძე
19.06.21 17:20
1303
თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის განცხადებით, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შემოღებამ ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი იმ მომსახურების შესრულებაზე კონცენტრირებული გახადა, რასაც სახელმწიფო აფინანსებდა. თუმცა მას შემდეგ რაც ამ მიმართულებით ფასების რეგულირება დაიწყო, პროცესები შეიცვალა.

ღაძაძე ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევის იმ ფორმატით, რაც დღეს ფუნქციონირებს, დაბალფასიანმა სამედიცინო დაზღვევის პაკეტებმა აზრის დაკარგა. უფრო მეტიც, ღაძაძის თქმით, ის კომპანიები, რომლებსაც თანამშრომლების დაბალფასიანი სამედიცინო დაზღვევის პაკეტებით ჰყავთ დაზღვეული, ფულს ტყულიად ხარჯავენ.

“საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შემოღებამ გარკვეულწილად ჰოსპიტალური სექტორი კონცეტრირებული იმ ნაწილზე გახადა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. ახლა კი როცა სახელწმიფომ კიდევ უფრო მეტი რეგულაციების იმპლემენტაცია განახორციელა, ვგულისხმობ, ფასების რეგულირებას, ის ამ ნაწილში ჰოსპიტალურ სექტორს დააკლდა.

ამ რეგულაციამ შეიძლება ითქვას, ირიბად გააძვირა სადაზღვევო მომსახურება. ჩვენი შეფასებით, საყოველთაო დაზღვევის ის ფორმატი, რომელიც დღეს მუშაობს პრაქტიკულად უაზროს ხდის დაბალფასიანი დაზღვევის არსებობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიები პრაქტიკულად დაბალფასიან სამედიცინო სადაზღვევო პაკეტებში ტყუილად ხარჯავენ ფულს. ამას უბრალოდ სიმბოლურად ჰქვია რომ თანამშრომლებს აზღვევენ", -აცხადებს თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე.