მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე პასუხისმგებელ "ოუფენ ნეტს" მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს

5f1851df98b25
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.20 18:55
2692
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ა(ა)იპ ოუფენ ნეტს ახალი დირექტორი ჰყავს. 
ორგანიზაციას მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ორგანიზაციის ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 12- წლიანი გამოცდილება აქვს.

მარიამ სულაბერიძე „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე, კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მარიამ სულაბერიძის განცხადებით, მისთვის "ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი გამოწვევაცაა, ვიანიდან საქმე უმნიშვნელოვანესს პროექტს, ქვეყნის ინტერნეტიზაციას ეხება.

მარიამ სულაბერიძის საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორებიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია. ასევე, ის კოორდინაციას უწევდა კომუნიკაციების კომისიასა და საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

"შემოთავაზებული პოზიცია ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. როგორც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრი, პირადად ვიყავი ჩართული პროცესებში, შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს, მის გამოწვევებსა და საჭიროებებს ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ, ახლა უკვე „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელის პოზიციიდან განვაგრძობ მუშაობას საბოლოო შედეგის მიღწევამდე. მიმდინარე ეტაპზე უკვე დასრულებულია საპილოტე ქსელის მშენებლობის ყველა წინამოსამზადებელი სამუშაო და პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მოხდეს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა მთელი საქართველოს მასშტაბით," - აცხადებს „ოუფენ ნეტის“ ახალი დირექტორი მარიამ სულაბერიძე.

არსებული მდგომარეობით, "ოუფენ ნეტი" საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის საპილოტე ნაწილზე მუშაობს. პროექტის პირველი ნაწილის უტენდეროდ განხორციელება იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” მიიღო და 10 მილიონი ლარის შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტის გზით განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა მოითხოვა.

ბიოგრაფიის მიხედვით, მარიამ სულაბერიძეს 1999 წელს მიღუბული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინჟინერ-მენეჯერის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2008 წელს მას მენეჯმენტში, კავკასიის ბიზნეს-სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.