მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ქობულეთში გაგრძელდება - როგორია ინტერნეტიზაციის გეგმა?

609e5c2742b5e
ინგა მურუსიძე
14.05.21 15:14
1196
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის მომდევნო საპილოტე პროექტი ივლისიდან ქობულეთში დაიწყება. ამის შესახებ მან ოზურგეთში, სოფელ ბახვში განაცხადა, სადაც პირველი საპილოტე პროექტი განხორციელდა.

"შემდეგი საპილოტე პროექტი განხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ივლისიდან 50 კმ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშნებელობა იწყება 13 დასახლებული პუნქტისთვის, ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან ამას დაემატება ქობულეთის რაიონის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი", - განაცხადა თურნავამ.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან პროექტი გეგმაზომიერად გადავა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტზე - საუბარია 26 დასახლებულ პუნქტზე, სადაც ინტერნეტით სარგებლობას 10 ათასი მომხმარებელი შეძლებს.

ასევე მომავალი წლიდან საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში:

კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი აშენდება 16 დასახლებული პუნქტში და შედეგად, ინტერნეტით 7 700 ადამიანი ისარგებლებს. ამავე პერიოდისთვის ამბროლაურ-ონში 11 ათასზე მეტი ადამიანი შეძლებს ოპტიკირ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობას.

ნათია თურნავას განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი 2025 წელს დასრულდება და მთელ საქართველლოს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი სახელმწიფო ააიპ-მა "ოუფენ ნეტმა" ოზურგეთში განახორციელა, რომლის შედეგადაც ინტერნეტზე წვდომა დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს გაუჩნდა. პროექტს სწორედ მსოფლიო ბანკი Log In Georgia-ს პროექტის ფარგლებში აფინანსებს.