დღეიდან ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება და რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
სკოლაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა სერვისებით.
„მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა და სწორედ ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ. ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლონ ისეთი პროგრამებით და სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ.
მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia". პროექტი, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება, ჩვენს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, მე ვიტყოდი, არადისკრიმინაციული პირობებით მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ეს არის შესაძლებლობა კერძო სექტორისთვისაც, განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
მიხარია, განსაკუთრებით, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ოუფენ ნეტის“ პროექტი უახლოეს მომავალში ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. 2025 წლისათვის პროექტი დაახლოებით 1000 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებს მოიცავს. ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 500 000 ადამიანისთვის.
ბახვის სჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება